დონალდ ტრამპი – რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მტრები არ იქნებოდნენ, ქვეყანას „ჭკვიანი პრეზიდენტი“ რომ ჰყავდეს
FILE - Former President Donald Trump speaks at Trump National Golf Club in Bedminster, N.J., June 13, 2023, after pleading not guilty in a Miami courtroom earlier in the day to mishandling classified documents. A pretrial conference Tuesday, July 18, to discuss procedures for handling classified information will represent the first courtroom arguments in the case before U.S. District Judge Aileen Cannon since Trump was indicted five weeks ago. (AP Photo/Andrew Harnik, File)
რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მტრები არ იქნებოდნენ, ქვეყანას „ჭკვიანი პრეზიდენტი“ რომ ჰყავდეს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
მისივე თქმით, ე.წ. გარე მტრები ჯო ბაიდენს პატივს არ სცემენ.
„ჩვენ გვყავს გარე მტრები: ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, თუმცა სინამდვილეში ისინი არ იქნებოდნენ მტრები, თუ ჩვენ ჭკვიანი პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ჩვენ რომ ჭკვიანი პრეზიდენტი გვყავდეს, მათთან ერთად დიდ საქმეებს გააკეთებდა“, – აღნიშნა ტრამპმა.