„როიტერი“ - ეთიოპიაში გაერო-ს მისიაში მომუშავე 70-ზე მეტი მძღოლი დააკავეს
ეთიოპიაში გაერო-ს მისიაში მომუშავე 70-ზე მეტი მძღოლი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ს შიდა წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გაერო-ს პრესსპიკერმა სააგენტოს დაუდასტურა, რომ დაკავებულია გაერო-ს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მიერ დასაქმებული 72 მძღოლი. ამჟამად გაერო-ს წრამომადგენლები ეთიოპიის მთავრობასთან თანამშრომლების დაკავების მიზეზებს არკვევენ.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დაკავებები ეთიოპიაში ტიგრაის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის მასობრივი დაპატიმრებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განხორციელდა.
ამასთან, დაკავებულ მძღოლთა წარმომავლობა დაუდგენელია. პოლიცია ეთიოპიაში ეთნიკური ნიშნით დაკავებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავებული არიან ამბოხებული ტიგრაის ძალების მხარდამჭერები.
ეთიოპიაში მთავრობასა და ტიგრაის რეგიონის სახალხო-განმათავისუფლებელი ფრონტის ძალებს შორის დაპირისპირება გასული წლიდან გრძელდება.