უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას დაესხნენ თავს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას დაესხნენ თავს

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

„აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, – აცხადებს ალექსანდრე სტარუხი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 იანვარს, საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეს გარეუბნებში სარაკეტო იერიში განახორციელეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა.