ერაყის სარაკეტო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, – ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეიტერის“ ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნის აზრით, უცნობია ეს საბრძოლო მზადყოფნა შეტევისთვის სჭირდებათ თუ თავდაცვითი ხასიათისაა.
შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანელი გენერლის მკვლელობა დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.
გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.