პენტაგონი - ავიაიერიში ირანის სამომავლო თავდასხმის შეკავებას ისახავდა მიზნად
პენტაგონი - ავიაიერიში ირანის სამომავლო თავდასხმის შეკავებას ისახავდა მიზნად

აშშ-ში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობას ადასტურებენ. პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმის ბრძანება უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.

„თავდასხმა მიზნად ისახავდა ირანის სამომავლო თავდასხმის შეკავებას. აშშ მიიღებს ყველა საჭირო ზომას მთელ მსოფლიოში მისი მოქალაქეებისა და ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანმა გასცა.

დატოვე კომენტარი