ჩინეთი ნატო-ს კომუნიკეში გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და აფრთხილებს, რომ დაიცავს თავის უფლებებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, პეკინმა უპასუხა ნატო-ს კომუნიკეში გამოთქმულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის ნატო-ს ინტერესებს, უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება სამხედრო ალიანსის ნებისმიერ მცდელობას, გაფართოვდეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
„ჩინეთთან დაკავშირებული კომუნიკეს შინაარსი უგულებელყოფს ძირითად ფაქტებს, ამახინჯებს ჩინეთის პოზიციას და პოლიტიკას და მიზანმიმართულად ახდენს ჩინეთის დისკრედიტაციას. მტკიცედ ვეწინააღმდეგებით და უარვყოფთ ამას”, – მოჰყავს „როიტერს“ ევროპაში ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადება.
კომუნიკეში ნატო-მ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ცდილობს, გააკონტროლოს ძირითადი ტექნოლოგიური და სამრეწველო სექტორები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული მასალები და მიწოდების ჯაჭვები და რომ პეკინმა ასევე გამოიყენა თავისი ეკონომიკური ბერკეტები სტრატეგიული დამოკიდებულებების შესაქმნელად და გავლენის გასაძლიერებლად.
„ჩინეთი იყენებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რათა გაზარდოს თავისი გლობალური კვალი და საპროექტო ძალა და ამავე დროს რჩება გაუმჭვირვალე მისი განზრახვებისა და სამხედრო ფორმირების შესახებ მისი სტრატეგია”, – აცხადებენ ნატო-ს სახელმწიფო მეთაურების კომუნიკეში.