„როიტერი“ - ჩინეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები „ხელებდაკრეფილი არ ისხდებიან“, თუ ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა
„როიტერი“ - ჩინეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები „ხელებდაკრეფილი არ ისხდებიან“, თუ ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა

ჩინეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები „ხელებდაკრეფილი არ ისხდებიან“, თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, იმის გამო, რომ „ნენსი პელოსი არის აშშ-ის მთავრობის მესამე პირი“, მისი ვიზიტი ტაივანში, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ შედეგს გამოიწვევს.

აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა აზიაში ვიზიტი დღეს სინგაპურიდან დაიწყო. ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ ის ტაივანში ჩავა.