წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი კონგრესში მე-20 ვადით ბრუნდება

11:11, 06.11.2024

წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი კონგრესში ბრუნდება. როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, ეს პელოსისთვის კონგრესში მე-20 ვადა იქნება.

სანფრანცისკოელმა ლიბერალმა კალიფორნიის მე-11 ოლქში მარტივად გაიმარჯვა, სადაც დაამარცხა ნომინალური მეტოქე, რესპუბლიკელი ბრუს ლუ.

პელოსი 84 წლისაა. ის არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი, განსაკუთრებით კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმის შემდეგ.

 

მსგავსი