„როიტერი“ - აია სოფიას ტაძარში ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ
სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება.
10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1934 წლის განკარგულება აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ. პირველი მუსლიმური ლოცვა აია სოფიაში მომავალ კვირაში გაიმართება.