როგორი იქნება სოციალური ქსელების დასასრული - იტალიელი არტისტის ნამუშევარი
იტალიელმა არტისტმა ანდრეი ლაკატუსმა ციფრული ნამუშევრების სერია – “სოციალური ქსელების დასასრული” შექმნა. ნამუშევრებში კომპანიების ლოგოების 3D ვარიანტებია წარმოდგენილი. ყველა ლოგო მოძველებულია და სოციალური ქსელების დასასრულს ასახავს.
ციფრული ნამუშევრების სერიაში Facebook-ის, Instagram-ის, Twitter-ის, Tinder-ისა და Pinterest-ის დასასრულია ნაჩვენები.