ემანუელ მაკრონი - უნდა გვქონდეს რეაგირება სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში, შესაძლოა, საჭირო გახდეს რეგულირება ან გათიშვა
ემანუელ მაკრონი - უნდა გვქონდეს რეაგირება სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში, შესაძლოა, საჭირო გახდეს რეგულირება ან გათიშვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ქვეყნის მერებთან შეხვედრისას ისაუბრა პოტენციურ ზომებზე, რაც მიზნად ისახავს სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას. ამის შესახებ ფრანგული სატელევიზიო არხი BFMTV-ი წერს.

„ჩვენ უნდა გვქონდეს რეაგირება სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში… აკრძალვებზე, რომლებიც უნდა დავაყენოთ. შესაძლოა, საჭირო გახდეს რეგულირება ან გათიშვა. ვფიქრობ, ეს არის დებატები, რაც უნდა გვქონდეს, ცივი გონებით. რადგან, როდესაც ის ხდება შეკრების ან მოკვლის მცდელობის იარაღი, ეს რეალური საკითხია“, – აღნიშნა მაკრონმა.

აღნიშნულ საკითხზე მაკრონმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც საფრანგეთის მთავრობამ ხაზი გაუსვა სოციალური ქსელების როლს ქვეყანაში მომხდარ არეულობაში, რაც პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონმა საჯაროდ მოუწოდა Snapchat-სა და TikTok-ს პასუხისმგებლობის აღებისკენ და სთხოვა პლატფორმებიდან ამოეღოთ მგრძნობიარე შინაარსის შემცველი მასალა.