ვაკო მარჩილაშვილის მსოფლიო რეკორდი რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში - Reuters-ი ვიდეოს ავრცელებს
18 წლის ვაკო მარჩილაშვილის მიერ რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში რეკორდის დამყარებაზე სააგენტო Reuters-ი ვიდეოს ავრცელებს.
მარჩილაშვილმა გინესის მსოფლიო რეკორდი დღეს დაამყარა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის ცნობით, მარჩილაშვილს რეკორდი წყალქვეშ, ერთი ჩასუნქვით, მაქსიმალური რაოდენობის სტანდარტული რუბიკის კუბის აწყობის შედეგად უნდა დაემყარებინა.
მსოფლიო რეკორდი ამერიკელ ენთონი ბრუქსს ეკუთვნოდა, რომელმაც წყალქვეშ ხუთი კუბიკი ააწყო.