საქართველოში მორიგი მსოფლიო რეკორდი დამყარდა - ვაკო მარჩილაშვილმა ქიუ ჯიანიუს აჯობა | რუბიკის კუბის აწყობა
საქართველოში მორიგი მსოფლიო რეკორდი დამყარდა - ვაკო მარჩილაშვილმა ქიუ ჯიანიუს აჯობა | რუბიკის კუბის აწყობა

19 წლის ქართველმა სტუდენტმა, ვაკო მარჩილაშვილმა მსოფლიო მორიგი რეკორდი დაამყარა. თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13.018 წამში მოახერხა და ჩინელი თინეიჯერის, ქიუ ჯიანიუს (Que Jianyu) შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 15.84 წამს შეადგენდა.  ვაკო მარჩილაშვილის შედეგი ადგილზე დაადასტურა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

ღონისძიება 23 ივნისს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ვაკო მარჩილაშვილმა პირველი რეკორდი გასული წლის ზაფხულში დაამყარა. მაშინ მან წყალქვეშ, სუნთქვის შეკავებით, ზედიზედ ექვსი კუბის აწყობა მოახერხა და ამერიკელი ენტონი ბრუკსის რეკორდი გააუმჯობესა.