ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა
ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და ხუთი მეტრით გაწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“, რომლის წონა 200 ტონას აღემატება.

საწყალოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში რეკორდი მსოფლიოში პირველად დამყარდა.
რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები აკვირდებოდნენ.

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერ რეკორდის ავტორი და 2015 წლის „რეკორდსმენთა თასის გამარჯვებულია“.