რობინ ვაგენერი - შეწუხებული ვართ, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ იქნა პროტესტის ფონზე, პრობლემურია საარჩევნო, ლგბტ კანონები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება
რობინ ვაგენერი - შეწუხებული ვართ, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ იქნა პროტესტის ფონზე, პრობლემურია საარჩევნო, ლგბტ კანონები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება

შეწუხებული ვართ, რომ თუნდაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებულ იქნა პროტესტების ფონზე. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს და ის თუ ძალაში დარჩება, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დახურული იქნება, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, რობინ ვაგენერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ გერმანიის მთავრობის აზრი, ეს არის ევროკომისიის აზრი.

„ჩვენ გადავხედავთ ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარების პროექტებს, ისევე როგორც ორმხრივი დახმარების პროექტებს, რომელსაც გერმანიის მთავრობა აწვდის საქართველოს. პრობლემატური არის ასევე საარჩევნო კანონმდებლობა, შესწორება შევიდა. ასევე ლგბტქ კანონი, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს“, – განაცხადა რობინ ვაგენერმა.