გერმანიის ბუნდესტაგის მომდევნო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება

23:07, 23.08.2024

გერმანიის ბუნდესტაგის შემდეგი არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გასცა.

გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის შემდეგი არჩევნები მოქმედი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან 46-48 თვემდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.

ამ დროისთვის ამომრჩეველთა შორის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია“, რომელსაც გერმანელების 30%-ზე მეტი უჭერს მხარს.

მსგავსი