რობერტა მეცოლა - ყველაზე ცუდი სიგნალი შეიძლება, იყოს ის, რომ ჩვენ მივცეთ უკრაინას მიზნები და ვადები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვერ ვასრულებთ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირს შეუძლია, იქამდე შესთავაზოს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ზოგიერთი სარგებელი, ვიდრე ეს ოფიციალურად მოხდება.
„გარდიანთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა თქვა, რომ სარგებელი შეიძლება იყოს სავაჭრო ტარიფების მოხსნა და კიევისთვის შიდა ბაზრებზე წვდომის მიცემა სრულ წევრობამდე.
მეცოლას სურს, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები შობამდე დაიწყოს. გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროკავშირის მინისტრებზე, რომლებიც ოფიციალურად შეხვდებიან დეკემბერში, სასამართლო სისტემის რეფორმისა და კორუფციის შეზღუდვის შესახებ უკრაინის პროგრესზე ოქტომბერში საჯარო მოხსენების შემდეგ.
„მე ველოდები კონკრეტულ შედეგს, რადგან ყველაზე ცუდი სიგნალი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ მივცეთ ამ ადამიანებს მიზნები და ვადები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვერ ვასრულებთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.