რობერტა მეცოლა - ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ნიშნავს იმედს
ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ჩვენ გავიგონეთ თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები. დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს“, – წერს რობერტა მეცოლა.
ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს არის საამაყო დღე ევროპისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. „ყველასთვის, ვინც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისთვის, ყველასთვის, ვინც ევროპას უყურებს, როგორც იმედის შუქურას. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ჩვენ შევქმენით ისტორია. ახლა ჩვენ მომავალს ერთად დავწერთ“, – წერს რობერტა მეცოლა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.