რობერტა მეცოლა – ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ნიშნავს იმედს
ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ჩვენ გავიგონეთ თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები. დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს“, – წერს რობერტა მეცოლა.
ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს არის საამაყო დღე ევროპისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. „ყველასთვის, ვინც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისთვის, ყველასთვის, ვინც ევროპას უყურებს, როგორც იმედის შუქურას. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ჩვენ შევქმენით ისტორია. ახლა ჩვენ მომავალს ერთად დავწერთ“, – წერს რობერტა მეცოლა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
Congratulations to the people of Georgia on a historic day for the country and for the EU.
We heard you and your European aspirations, and today, Georgia is proud to be given the EU candidate status.
This means hope 🇪🇺🇬🇪
— Roberta Metsola (@EP_President) December 14, 2023
This is a proud moment for Europe. For Ukraine. For Moldova.
For everyone fighting for our values. For everyone looking to Europe as a beacon of hope.
We kept our promises. We made history. Now we will write the future together. @ZelenskyyUa @sandumaiamd pic.twitter.com/HFVs8c1vb4
— Roberta Metsola (@EP_President) December 14, 2023