რობერტა მეცოლა - ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს უფრო ძლიერ ევროკავშირს, ევროპარლამენტი მიესალმება გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების პროგრესს
ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს უფრო ძლიერ ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
რობერტა მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი მიესალმება გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების პროგრესს.
„ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს. დღეს ევროკომისიის რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და სუფთა ევროპული გზა მისცა მილიონობით ადამიანს თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილური მომავლისკენ“, – წერს რობერტა მეცოლა.