რობერტა მეცოლა – ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს უფრო ძლიერ ევროკავშირს, ევროპარლამენტი მიესალმება გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების პროგრესს
ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს უფრო ძლიერ ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
რობერტა მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი მიესალმება გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების პროგრესს.
„ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს. დღეს ევროკომისიის რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და სუფთა ევროპული გზა მისცა მილიონობით ადამიანს თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილური მომავლისკენ“, – წერს რობერტა მეცოლა.
An enlarged EU means a stronger EU.@Europarl_EN welcomes the progress of countries that aspire to join the EU.
Today’s @EU_Commission‘s recommendations give renewed hope and a clear European path to millions of people towards a future of freedom, peace and stability.
— Roberta Metsola (@EP_President) November 8, 2023