რობერტა მეცოლა – მადლობა, მაია სანდუ, თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა, ევროპა არის მოლდოვა, მოლდოვა არის ევროპა
მადლობა, მაია სანდუ. თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა. ევროპა არის მოლდოვა, მოლდოვა არის ევროპა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მეცოლა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება.
„ყოჩაღ, მოლდოვა. მადლობა თქვენი სიმამაცისთვის. მადლობა, მაია სანდუ. თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა. ევროპა არის მოლდოვა. მოლდოვა არის ევროპა. ჩვენი მომავალი ერთად დაიწერება“, – რობერტა მეცოლა.
მოლდოვაში ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.
ამასთან, მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.
Well done Republic of Moldova! Thank you for your bravery.
Thank you @sandumaiamd. Your leadership and courage have changed the course of history.
Europa este Moldova. Moldova este Europa.
Our future will be written together 🇪🇺🇲🇩 pic.twitter.com/ZazzoVgtce
— Roberta Metsola (@EP_President) October 21, 2024