რობერტ დე ნიროს თანაშემწე მსახიობს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
რობერტ დე ნიროს თანაშემწე მსახიობს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

რობერტ დე ნიროს თანაშემწე მსახიობს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

მისი მტკიცებით, მსახიობი მისგან „ზურგის ფხანას, ჰალსტუხის შეკვრას, საყელოს გასწორებას და პერანგზე ღილების შეკვრას“ ითხოვდა. ჩეის რობინსონი თავის სარჩელში აღნიშნულ ფაქტებს „არასასურველ კონტრაქტად აღწერს“.

მისივე მტკიცებით, რობერტ დე ნირო ხშირად აკეთებდა „ვულგარულ და შემაწუხებელ“ კომენტარებს.

რობინსონი ამტკიცებს, რომ დე ნიროს მას „ვიაგრას რეცეპტის შესახებ ეხუმრებოდა და ახალგაზრდა საყვარელს ადარებდა“.

ჰოლივუდის ვარსკვლავის თანაშემწე აცხადებს, რომ მას მამაკაც თანამშრომლებთან შედარებით, დაბალი ანაზღაურება ჰქონდა და დამქირავებელი „ქალის საქმის გაკეთებას ავალებდა“.

მსახიობის ყოფილი თანაშემწე კომპენსაციის სახით 12 მილიონ დოლარს ითხოვს.

თავად რობერტ დე ნირო აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ამტკიცებს, რომ ყოფილი თანაშემწე მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსახიობმა თავად უჩივლა ყოფილ თანაშემწეს და მისი კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.