კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა
კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კირკ დაგლასი კალიფორნიის ქალაქ ბევერლი-ჰილზში 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მისმა შვილმა, მაიკლ დაგლასმა.

მაიკლ დაგლასის თქმით, კირკ დაგლასი მსოფლიოსთვის იყოს კინემატოგრაფიის ოქროს ეპოქის მსახიობი და ლეგენდა.

მსახიობის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში კირკ დაგლასმა 80-ზე მეტ კინოსურათში ითამაშა. მსახიობის დებიუტი 1946 წელს შედგა ლიუის მაილსტოუნის ნამუშევარში „მარტა აივერსის უცნაური სიყვარული“.
მისი მონაწილეობით ცნობილ ფილმებს შორის არის რიჩარდ ფლეიშერის „20 ათასი ლიე წყალქვეშ“, ვინსენტს მინელის „წყურვილი სიცოცხლისა“, რომელმაც ვინსენტ ვან გოგის როლისთვის კირკ დაგლასს „ოქროს გლობუსი“ მოუტანა, ასევე სტენლი კუბრიკის „სპარტაკი“ და „დიდების ბილიკები“. 1996 წელს კირკ დაგლასს მიენიჭა საპატიო ოსკარი კინემატოგრაფიაში 50-წლიანი წვლილისთვის, 2001 წელს კი ბერლინალეზე მას საპატიო „ოქროს დათვი“ გადაეცა.