რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საინფორმაციო და საგანმანათლებლო ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა. პროექტს გერმანული KfW აფინანსებს.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო ცენტრი დაახლოებით 600 კვ. მ. ფართობზე გაიხსნება. შენობაში საგამოფენო დარბაზი, კაფე, სუვენირების მაღაზია და სხვა დანიშნულების სივრცეები განთავსდება.
ინფორმაცია არქიტექტურულ კონკურსზე საერთაშორისო გამოცემებშიც გამოქვეყნდა.
დაინტერესებული პირებისა და კომპანიების განაცხადების მიღება 21 იანვრამდე იწარმოებს.