რიყის პარკში ნარკოტიკების წინააღმდეგ სიმბოლური გარბენი მოეწყო
რიყის პარკში ნარკოტიკების წინააღმდეგ სიმბოლური გარბენი მოეწყო

რიყის პარკში ნარკოტიკების წინააღმდეგ სიმბოლური გარბენი მოეწყო. მარათონის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ნარკოტიკებთან ბრძოლა და ნარკომომხმარებლების რეპრესიაზე უარის თქმაა.

გარბენი ნარკოტიკების გამოყენებისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო. მარათონი ორგანიზაცია „ახალი საზოგადოება“-ს ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის ადამიანმა მიიღო.

„მთავარი გზავნილია, რომ ჯანსაღი ცხოვრებით ვებრძოლოთ ნარკომანიას, ასევე ვუთხრათ უარი ყოველგვარ პროპაგანდას, ლეგალიზაციასა და მომხმარებლის რეპრესიას. მომხმარებელი არ უნდა მიდიოდეს ციხეში, ის უნდა წავიდეს სპეციალურად გამოყოფილ დაწესებულებაში, სადაც უმკურნალებენ“ – განაცხადა პირველ არხთან მარათონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საბა კვანტრიშვილმა.