რიყის პარკში „დედამიწის საათს" აღნიშნავენ
რიყის პარკში „დედამიწის საათს" აღნიშნავენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს „დედამიწის საათისადმი” მიძღვნილი ღონისძიება რიყის პარკში გაიმართება.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს აუცილებლად ჩაერთონ კამპანიაში და მივიდნენ საღამოს რიყის პარკში. ხოლო მათ, ვინც ვერ ახერხებს სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან გასვლას, 20:30-დან 21:30-მდე ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარი თქვან.

„დედამიწის საათი“ – მსოფლიოს უდიდესი სახალხო მოძრაობაა გარემოს დაცვისთვის, დღე, როცა მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ის აჩვენებს ცალკეული ადამიანების ერთიანობის ძალას და მოწოდებას ქმედებებისკენ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება და ვიმოქმედოთ ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად 30 მარტს, 20:00-21:30 საათზე შემოგვიერთდი რიყის პარკში! ერთად აღვნიშნოთ დედამიწის საათი! თუ ვერ ახერხებ კამპანიას რიყის პარკში შემოუერთდე, ჩაერთე მასში სახლებიდან, სამუშაო ადგილიდან და ჩააქრეთ ზედმეტი შუქი, 30 მარტს 20:30-დან 21:30-მდე,” – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.