20 მარტიდან რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
უწყების ცნობით, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.