თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო 23 თებერვალს დროებით გაითიშება.
„კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი გეგმიურ ტექნიკური სამუშაოების გამო, 23 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება, რის გამოც, საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით”, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.