რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზა ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება.
ტექნიკური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს 20 მარტიდან დროებით ვერ ემსახურებოდა.