„რივერ პლეიტმა“ არგენტინის ჩემპიონატის 22-ე ტურში აველიანედას „რასინგი“ 4:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ბრაიან რომერომ, თითო გოლი გაიტანეს აგუსტინ პალავესინომ და ხულიან ალვარესმა.
ამ მოგებით, „რივერ პლეიტი“ 12 ქულით დაშორდა უახლოეს მდევარ „დეფენსა ი ხუსტისიას“ და პირველი ადგილი გაინაღდა.
აღვნიშნავთ, რომ „რივერ პლეიტი“ თავის ისტორიაში 36-ედ გახდა არგენტინის ჩემპიონი, რაც ქვეყნის რეკორდია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „ბოკა ხუნორსი“ 28 ტიტულით.