„რივერ პლეიტმა“ „სიტიში“ ალვარესის გადასვლა დაადასტურა #1TVSPORT
„რივერ პლეიტმა“ „სიტიში“ ალვარესის გადასვლა დაადასტურა #1TVSPORT

არგენტინულმა „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტმა ხორხე ბრიტომ დაადასტურა ინფორმაცია ფორვარდ ხულიან ალვარესის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შესახებ.

„ჩვენ საბოლოოდ მოველაპარაკეთ „მანჩესტერ სიტის“ ხულიანის გაყიდვის შესახებ. გარიგება შეთანხმებულია.

ის იჯარით შვიდ ივლისამდე ჩვენთან დარჩება“, – განაცხადა ბრიტომ.

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი 21 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 18.5 მილიონ ევროს გადაიხდის. ალვარესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

გასულ სეზონში ალვარესი არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მან 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა, რასაც ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუმატა.