ჩხუბი და შვიდი წითელი ბარათი - „რივერ პლეიტმა“ „ბოკა ხუნიორსი“ სკანდალურ მატჩში დაამარცხა #1TVSPORT
ჩხუბი და შვიდი წითელი ბარათი - „რივერ პლეიტმა“ „ბოკა ხუნიორსი“ სკანდალურ მატჩში დაამარცხა #1TVSPORT

არგენტინის ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები დაუპირისპირდნენ. „რივერ პლეიტმა“ „ბოკა ხუნიორსს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0.

ერთადერთი გოლი კომპენსირებულ დროში (პენალტი) გავიდა, რომლის შემდეგაც მოედანზე დიდი ჩხუბი დაიწყო. არბიტრს შვიდი წითელი ბარათის ჩვენება დასჭირდა – „ბოკა ხუნიორსიდან“ სამი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი გააძევეს, „რივერ პლეიტიდან“ კი წითელი ბარათი სამმა ფეხბურთელმა მიიღო.

არგენტინის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „რივერ პლეიტი“ ლიდერობს, „ბოკა ხუნიორსი“ კი მე-13 ადგილზეა.