ლუის სუარესი „რივერ პლეიტში“ გადავიდა #1TVSPORT
ლუის სუარესი „რივერ პლეიტში“ გადავიდა #1TVSPORT

ლუის სუარესი „რივერ პლეიტის“ რიგებს შეუერთდა, – იუწყება ESPN-ის ჟურნალისტი კრისტიან მარტინი.

არგენტინულ კლუბსა და ურუგვაელ ფორვარდს შორის გაფორმებული კონტრაქტის ხანგრძლივობა და ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სუარესის ბოლო გუნდი „ატლეტიკო“ იყო. გასულ სეზონში სუარესმა მადრიდული კლუბის შემადგენლობაში 45 მატჩი გამართა, გაიტანა 13 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენით „ბარსელონა“ და „აიაქსი“ იყვნენ დაინტერესებულები.