კატარი 2022 | „რეალი“ ენცო ფერნანდესით დაინტერესდა #1TVSPORT
კატარი 2022 | „რეალი“ ენცო ფერნანდესით დაინტერესდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ „ბენფიკას“ მიმართა ნახევარმცველ ენცო ფერნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით, – ამტკიცებს გამოცემა O Jogo.

21 წლის არგენტინელმა, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, კარგად წარმოაჩინა თავი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე და არგენტინის ნაკრებს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

ფერნანდესი „ბენფიკამ“ 2022 წლის ზაფხულში 12 მილიონად შეიძინა „რივერ პლეიტისგან“. არგენტინელის კონტრაქტი ლისაბონურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონ ევროს შეადგენს.