18 მილიონი ევრო ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ -„ბენფიკა“ „რივერ პლეიტის“ ფეხბურთელს იმატებს #1TVSPORT
18 მილიონი ევრო ენცო ფერნანდესის სანაცვლოდ -„ბენფიკა“ „რივერ პლეიტის“ ფეხბურთელს იმატებს #1TVSPORT

„რივერ პლეიტის“ ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი კონტრაქტს „ბენფიკასთან“ გააფორმებს, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ორივე მხარემ შთანხმებას მიაღწია და 21 წლის არგენტინელთან ხელშეკრულება ახლო მოვალში ოფიიალურად გაფორმდება, სატრანსფერო თანხად კი 18 მილიონი ევრო განისაზღვრა.

2022 წლის სეზონში ენცო ფერნანდესმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას „რივერ პლეიტთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.