„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონია #1TVSPORT
„ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ჩემპიონია #1TVSPORT

არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბოკა ხუნიროსმა“ „ინდეპენდენტესთან“ ფრედ (2:2) ითამაშა. ამ მატჩამდე „ბოკა ხუნიორსი“ უახლოეს მდევარს, „რასინგს“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებდა და საკმაოდ რეალური იყო ალბათობა, რომ არგენტინის ჩემპიონობა სწორედ ამ უკანასკნელს ეზეიმა. თუმცა, „რასინგმა“ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა. გუნდმა „რივერ პლეიტის“ კარში დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. დამატებულ დროში „რივერ პლეიტმა“ გაიტანა გამარჯვების გოლი და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

ამგვარად, „ბოკა ხუნიორსმა“ პლუს ერთი ქულა მოაგროვა (ჯამში – 52), „რასინგს“ (50) ორი ქულით გაასწრო და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 35-ედ მოიპოვა. ამ მაჩვენებლით „ბოკა ხუნიორსი“ თავისი მთავარი კონკურენტის, „რივერ პლეიტის“ რეკორდს მიუახლოვდა, რომელმაც არგენტინის ჩემპიონობა 36-ჯერ იზეიმა.