დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სუნაკის ოფისში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოხატა „ღრმა მწუხარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაკარგვის გამო“.
განცხადებაში ნათქვამია,ნრომ ორივე ლიდერმა „დაგმო „ჰამასის“ ტერორიზმი და ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს“.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის მინიმუმამდე დასაყვანად“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.