რიში სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ინტენსიურად მუშაობს პარტნიორებთან, რომ ღაზის სექტორში მყოფმა ბრიტანეთის მოქალაქეებმა რაფაჰის პუნქტით გამოსვლა შეძლონ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ღაზის სექტორში დატყვევებულმა ბრიტანეთის მოქალაქეებმა რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტით გამოსვლა შეძლონ.
სუნაკი აცხადებს, რომ მიესალმება ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას და ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ეფექტიანი გზა ღაზიდან გასასვლელად.
რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, გუშინ დროებით გაიხსნა.
მედიის ცნობით, საზღვარი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულმა 20-მა სატვირთომ გადაკვეთა, რომელიც ღაზის სექტორში შევიდა.