რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. 161-ე დღეა, მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები საკუთარ პოზიციას არ ცვლიან და ხეობიდან ინვესტორის გასვლას ითხოვენ. დღეს დილიდან ტერიტორიაზე სადაც ჰესი უნდა აშენდეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ასევე ადგილზე არის წყლის ჭავლის მანქანა.

ხეობაში გზა დაკეტილია და შიგნით არავის უშვებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას ენკას ახალი ხელმძღვანელი გუშინ ხეობაში ადგილობრივებთან მოლაპარაკებას ცდილობდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.