შსს - „ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან პოლიციაა მობილიზებული, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება
შსს - „ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან პოლიციაა მობილიზებული, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება

„ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან პოლიციაა მობილიზებული, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, „ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიო კავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ შსს-ში.