რიო-დე-ჟანეიროში ამაზონის ტყეში ხანძართან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა
რიო-დე-ჟანეიროში ამაზონის ტყეში ხანძართან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტებმა ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს ამაზონის ტროპიკული ტყის დაცვისკენ მოუწოდეს.
საპროტესტო აქციაში გარემოს დამცველები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
დემონსტრანტებმა ასევე ხანძრის ჩაქრობაში საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს, რადგან, მათი თქმით, მსოფლიოდ უდიდეს ტროპიკულ ტყეში ხანძარი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.
ამაზონის ტყეში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია სამხედრო ავიაცია. ტყეში, რომელიც მსოფლიოს ატმოსფეროში ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს, ხანძარი უკვე სამ კვირაზე მეტია მძვინვარებს.