რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა
რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები საზეიმოდ გადაეცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია და ბიბლიოთეკის დირექტორი ფრანსიშკუ გომეშ და კოშტა. აღნიშნული ბიბლიოთეკა პორტუგალიურენოვან სამყაროში უძველესია და ამასთან, უმთავრეს საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის მასშტაბით.

საგულისხმოა, რომ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ამ ინსტიტუციას, მყისვე ხდება ხელმისაწვდომი ლუზოფონური სამყაროს აკადემიური წრეებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის.