საბერძნეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „ამ ეროვნულ დღეს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, მოუთმენლად ველოდები ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას“
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საბერძნეთი საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს განაგრძობს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პირადად თქვენ და ქართველ ხალხს. საბერძნეთი განაგრძობს კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. ამ ეროვნულ დღეს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას და მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას“, – აღნიშნულია მილოცვაში.