რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე მდებარე საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი მუშა კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.