რიკოთის უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. დიდთოვლობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზის გახსნა.
შეზღუდვა ვრცელდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზე. ადგილზე მთელი დღეა, მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისათვის რიკოთზე ისევ თოვს, რის გამოც, გზის სრულად გახსნა ვერ ხერხდება.