28 მარტს რიკოთის საავტომობილო გვირაბში 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ეკმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზებული სისტემის(SCADA) ტესტირების მიზნით, საჭიროა გვირაბის დაკეტვა. რის გამოც 2018 წლის 28 მარტს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.