შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგახსენებთ, რომ რიკოთის გვირაბში, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მაისს, დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. გვირაბის გავლით ავტომანქანების გადაადგილება, ასევე, აიკრძალება 9 მაისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე. რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.
გვირაბში სარემონტო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.