რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგახსენებთ, რომ რიკოთის გვირაბში, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მაისს, დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. გვირაბის გავლით ავტომანქანების გადაადგილება, ასევე, აიკრძალება 9 მაისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე. რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

გვირაბში სარემონტო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.