12 თებერვალს 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე გორის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
12 თებერვალს 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე გორის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების  მიზნით 2024 წლის 12 თებერვლის 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.